Skip to content


საზოგადოება

ჩვენ ვართ გამოჯანმრთელებადი დამოკიდებულები, რომლებიც რეგულარულად ვიკრიბებით იმისათვის, რომ დავეხმაროთ ერთმანეთს დავრჩეთ სუფთები. საერთაშორისო საზოგადოება „ანონიმური ნარკომანები“ არსებობს 1953 წლიდან. პირველი ჯგუფი საქართველოში ჩატარდა — წელს. დღეისათვის მსოფლიოს 137 ქვეყანაში ყოველკვირეულად ტარდება „ან“-ის 63000 კრება. რუსეთის 160 ქალაქში ტარდება 1500-ზე მეტი კრება ყოველკვირეულად. მოსკოვსა და მის ოლქში „ან“-ის 110-ზე მეტი ჯგუფი ატარებს დაახლოებით 250 კრებას ყოველკვირეულად (2015 წლის მონაცემები).

მიზანი

„ანონიმური ნარკომანების“ საზოგადოების თითოეულ ჯგუფს აქვს მხოლოდ ერთი მთავარი მიზანი – წარუდგინოს ინფორმაცია გამოჯანმრთელების შესაძლებლობის შესახებ მათ, ვინც ჯერ კიდევ მოიხმარს ნარკოტიკებს და იტანჯება დამოკიდებულებით. უკვე 60 წელზე მეტია, რაც „ან“-ის ძირითადი იდეა უცვლელი რჩება – ნებისმიერ, აბსოლუტურად ნებისმიერ დამოკიდებულს შეუძლია შეწყვიტოს ნარკოტიკების მოხმარება, დაკარგოს მოხმარების სურვილი და იპოვოს ახალი გზა ცხოვრებაში.

მონაწილეობა

„ანონიმური ნარკომანების“ წევრობისთვის ერთადერთ პირობას წარმოადგენს მოხმარების შეწყვეტის სურვილი. ჩვენ არ შევდივართ სხვა ორგანიზაციების შემადგენლობაში, არ ვიხდით არც გაწევრიანების საფასურს, არც საწევრო შენატანებს, არ ვიძლევით გარანტიებსა და დაპირებებს. არ ვართ კავშირში არანაირ პოლიტიკურ რელიგიურ და სამართალდამცავ ჯგუფებთან. არასოდეს არავინ არ ახორციელებს ჩვენზე ზედამხედველობას. „ან“-ის საზოგადოებაში მონაწილეობა უფასოა! თითოეულმა ჩვენგანმა უკვე გადაიხადა საფასური საკუთარი ტკივილით, რომ გამოჯანმრთელების უფლება მოეპოვებინა.

კრებები

ჩვენთან შემოერთება შეუძლია ნებისმერს მიუხედავად ასაკისა, ეროვნებისა, სექსუალური ორიენტაციისა, რწმენა-წარმოდგენებისა, რელიგიისა ან მისი არ ქონისა. „ან“-ის კრებები მიესალმებიან ნებისმიერ დამოკიდებულს, რომლისთვისაც ნარკოტიკები სერიოზული პრობლემა გახდა.

არ აქვს მნიშვნელობა საიდან მოვედით, როგორ აღვიზარდეთ და რითი ვართ დაკავებულნი – „ან“-ის კარი ღიაა ჩვენთვის.

პროგრამა

ერთი დამოკიდებულის დახმარებას მეორისადმი შეუდარებელი თერაპევტული ღირებულება გააჩნია. ჩვენ არაპროფესიონალური საზოგადოება ვართ და ვიყენებთ ყველაფერს, რაც გამოჯანმრთელებაში ეხმარება სხვა დამოკიდებულებს, რომლებმაც „ანონიმური ნარკომანების“ მეშვეობით ისწავლეს ცხოვრება ნარკოტიკების გარეშე. ჩვენი გამოჯანმრთლება შესაძლებელი გახდა იმ პრინციპების წყალობით, რომლებიც ცნობილია „ანონიმური ნარკომანების 12 ნაბიჯის“ სახელით.

რელიგია

„ანონიმური ნარკომანები“ – ეს არის სულიერი, მაგრამ არარელიგიური პროგრამა. ღმერთზე საკუთარი წარმოდგენის ქონის უფლება საერთოა ყველასთვის, მასში არ იმალება არანაირი ეშმაკობა. ეს ნიშნავს იმას, რომ „ან“-ის საზოგადოებაში მოდიან დამოკიდებულები, რომელთაც განსხვავებული აღმსარებლობა აქვთ და კონფესიების ფართო წრეს წარმოადგენენ, ასევე მოდიან ათეისტები და აგნოსტიკებიც.