რა არის პროგრამა „ანონიმური ნარკომანები’’?
ანონიმური ნარკომანები-ეს არის არაკომერციული საზოგადოება კაცებისა და ქალების, რომლებისთვისაც ნარკოტიკები გახდა სერიოზული პრობლემა. ჩვენ ვართ გამოჯანმრთელებადი დამოკიდებულები, რომლებიც რეგულარულად ვიკრიბებით იმისათვის, რომ დავეხმაროთ ერთმანეთს დავრჩეთ სუფთები. ეს არის პროგრამა სრული თავშეკავების ყველა სახის ნარკოტიკისაგან.
არის მხოლოდ ერთი პირობა ან-ის წევრობისათვის-სურვილი შეწყვიტო მოხმარება. ჩვენი პროგრამა არის პრინციპების ერთიანობა, გადმოცემული იმდენად უბრალოდ, რომ შეგვიძლია მივსდიოთ მას ყოველდღიურ ცხოვრებაში და რაც მთავარია-ისინი მუშაობენ. ან-ში არ არის არანაირი ვალდებულება. ჩვენ არ შევდივართ სხვა ორგანიზაციებში, არ გვაქვს საწევრო გადასახადები, არ ვიძლევით არანაირ გარანტიებსა და დაპირებებს. არ ვართ კავშირში არანაირ პოლიტიკურ რელიგიურ და სამართალდამცავ ჯგუფებთან. არასოდეს არავინ არ ახორციელებს ჩვენზე ზედამხედველობას. ჩვენთან შემოერთება შეუძლია ნებისმერს მიუხედავად ასაკისა, ნაციონალობისა, სექსუალური ორიენტაციისა, რელიგიისა ან მისი არ ქონისა.
ჩვენ არ გვაინტერესებს რამდენ ან რა ნარკოტიკს მოიხმარდი, ვისთან იღებდი, რას აკეთებდი წარსულში, მდიდარი ხარ თუ ღარიბი. ჩვენ გვაინტერესებს მხოლოდ შენი სურვილი, რომ გადაწყვიტო პრობლემა და ჩვენ როგორ შეგვიძლია დაგეხმაროთ. ახალბედა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი ყოველ შეკრებაზე, იმიტომ რომ, ჩვენ შეგვიძლია შევინარჩუნოთ რაც მივიღეთ ან-ში, მხოლოდ გაცემით. ჩვენი გამოცდილება აჩვენებს, რომ ისინი ვინც რეგულარულად დადიან ჩვენს შეკრებებზე, რჩებიან სუფთები.