Skip to content
Home » ანონიმური ნარკომანების პრეზენტაცია ზუგდიდში — 26 სექტემბერი | NA საქართველო

ანონიმური ნარკომანების პრეზენტაცია ზუგდიდში — 26 სექტემბერი | NA საქართველო

„ანონიმური ნარკომანები“ (NA) გეპატიჟებათ პრეზენტაციაზე ქალაქ ზუგდიდში. შეხვედრის მთავარი გზავნილია: ალკოჰოლისა და ნარკოტიკის გარეშე ცხოვრება შესაძლებელია.

შეხვედრის დეტალები

  • თარიღი: 26 სექტემბერი
  • დრო: 14:00 (ხანგრძლივობა — 90 წუთი)
  • ადგილი: სასტუმრო „ლეთო“-ის საკონფერენციო დარბაზი, ზუგდიდი
  • მისამართი: ზვიად გამსახურდიას #31
  • დასწრება: უფასო, წინასწარი რეგისტრაცია არ არის საჭირო

რას მოისმენთ შეხვედრაზე
სპიკერები გაგიზიარებენ:

  • პირად გამოჯანმრთელების ისტორიას
  • NA-ის ისტორიას
  • 12 ნაბიჯის პროგრამას

პრეზენტაცია ღიაა ყველასთვის — მათთვის, ვინც სუფთა ცხოვრების გზას ეძებს, მათი ახლობლებისა და ოჯახის წევრებისთვის, ასევე ყველა დაინტერესებული ადამიანისთვის.

დამატებითი ინფორმაცია: 555 114 119